კალენდარი

arrow ნოემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
212223242526
27282930   

სიახლეები

კონკურსი პროფესიული განათლების სპეციალისტისა და დარგის სპეციალისტის თანამდებობებზე

18 მაისი, 2017


საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2017 წლის 18 მაისიდან 2017 წლის 24 მაისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის 2016 წლის 20 ივლისს ხელმოწერილისტანდარტულიშეთანხმებისწერილით გათვალისწინებული პროექტის - „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სისტემების გაფართოება და პროფესიული განათლების მოდერნიზაცია“-  მესამე კომპონენტის (სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოდულების ოპტიმიზაცია და შემუშავება) ფარგლებში შემდეგ თანამდებობებზე:

ა) პროფესიული განათლების სპეციალისტის თანამდებობაზე, ადგილების რაოდენობა - 1;

ბ) დარგის სპეციალისტის თანამდებობაზე, ადგილების რაოდენობა - 3.

 

კონკურსში მონაწილე კანდიდატმა წერილის სათაურის ველში აუცილებლად უნდა მიუთითოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

 

პროფესიული განათლების სპეციალისტისთანამდებობის მიმართ დადგენილისაკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური  ხარისხი;

ბ) პროფესიული განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება; მათ შორის პროფესიული პროგრამების შემუშავების, პროფესიული კვალიფიკაციების ფორმირებაში მონაწილეობის გამოცდილება;

გ)საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების/სტანდარტების შესწავლა-ანალიზის გამოცდილება;

დ) უცხო ენის კარგად ცოდნა (ინგლისური ან გერმანული);

ე)  „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონის ცოდნა;

ვ) „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების ცოდნა;

ზ) დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) ცოდნა;

თ) განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCED) ცოდნა;

ი) საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი - ეკონომიკურისაქმიანობისსახეები, (2016 წელი) ცოდნა;

კ) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 02 ნოემბრის №1095 ბრძანება - „პროფესიულისტანდარტის, საგანმანათლებლოპროგრამისჩარჩოდოკუმენტისდამოდულისშემუშავებისწესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2016 წლის 04 აგვისტოს №733 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ - ცოდნა.


პროფესიული განათლების სპეციალისტის
მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:

ა) ინჟინერიის  სფეროს (საკვები პროდუქტების გადამუშავება) საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავების მიზნით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება კონკრეტულ კვალიფიკაციებთან დაკავშირებით;

ბ) ინჟინერიის  სფეროს (საკვები პროდუქტების გადამუშავება) პროფესიული კვალიფიკაციებისა და კომპეტენციების რუქის მომზადება;    

გ) ინჟინერიის  სფეროს (საკვები პროდუქტების გადამუშავება) წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება, რეკომენდაციების წარდგენა, მიმდინარე საკითხების განხილვა-ანალიზი და პოზიციების შეჯერება;

დ) ინჟინერიის  სფეროს (საკვები პროდუქტების გადამუშავება) სპეციალისტებთან ერთად, დადგენილი მეთოდოლოგიითა და წესის დაცვით, ჩარჩო დოკუმენტებისა და მოდულების ფორმირება (პროექტების მომზადება);

ე) მომზადებული საკითხების დაინტერესებულ მხარეებთან განხილვის უზრუნველყოფა;

ვ) განხილვების შედეგად გამოკვეთილი საკითხების დამუშავება და ანგარიშში ასახვა;       

ზ) განხორციელებული საქმიანობის შესახებ ეტაპობრივი ანგარიშგება.            

კონკურსის შედეგად, პროფესიული განათლების სპეციალისტისთანამდებობაზე შერჩეულ პირთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება ცენტრის დირექტორის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წარმოშობილ შრომით ურთიერთობებზე. ამ ვადის განმავლობაში პროფესიული განათლების სპეციალისტისმიერ შესასრულებელი სამუშაო მოიცავს 4 ეტაპს,  პირველ ეტაპზე შრომის ანაზღაურება განისაზღვროს 2125 (ორი ათას ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით, მეორე ეტაპზე 2125 (ორი ათას ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით, მესამე ეტაპზე  2125 (ორი ათას ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით და მეოთხე ეტაპზე  1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.

 

დარგის სპეციალისტის თანამდებობის მიმართ დადგინდეს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება - სოფლის მეურნეობის მიმართულებით;

ბ) სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;

გ) უცხო ენის  საბაზო ცოდნა (ინგლისური ან გერმანული);

დ) დასაქმებისსაერთაშორისოკლასიფიკატორი (ISCO) ცოდნა;

ე) საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი - ეკონომიკურისაქმიანობისსახეები, (2016 წელი) ცოდნა;

დარგის სპეციალისტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:

ა) სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებში მონაწილეობა, მიმდინარე საკითხების განხილვა-ანალიზი და პოზიციების შეჯერება;

ბ)სოფლის მეურნეობისა და განათლების სპეციალისტებთან ერთად, დადგენილი მეთოდოლოგიითა და წესის დაცვით, ჩარჩო დოკუმენტებისა და მოდულების ფორმირება (პროექტების მომზადება);

გ) მომზადებული პროექტების დაინტერესებულ მხარეებთან განხილვაში მონაწილეობა;

დ) განხილვების შედეგად გამოკვეთილი საკითხების დამუშავება და ანგარიშში ასახვა;       

ე) ეტაპობრივი ანგარიშგება განხორციელებული საქმიანობის შესახებ.                         

კონკურსის შედეგად, დარგის სპეციალისტის თანამდებობაზე შერჩეულ პირთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება ცენტრის დირექტორის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წარმოშობილ შრომით ურთიერთობებზე. ამ ვადის განმავლობაში დარგის სპეციალისტის მიერ შესასრულებელი სამუშაო მოიცავს 4 ეტაპს, პირველ ეტაპზე შრომის ანაზღაურება განისაზღვროს 2125 (ორი ათას ოცდახუთი) ლარის ოდენობით, მეორე ეტაპზე 2125 (ორი ათას ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით, მესამე ეტაპზე  1100 (ერთი ათას ასი) ლარის ოდენობით და მეოთხე ეტაპზე 1100 (ერთი ათას ასი) ლარის ოდენობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.


პროფესიული განათლების სპეციალისტისა და დარგის სპეციალისტების თანამდებობებზე
გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატებმა ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@eqe.ge - აუცილებლად უნდა გამოაგზავნონ:

ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია - (CV) ქართულ ენაზე;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი.


პროფესიული განათლების სპეციალისტისა და დარგის სპეციალისტების თანამდებობებზე
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

ა) განცხადებების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება.

ბრძანება კონკურსის გამოცხადების შესახებ

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge