კალენდარი

arrow აგვისტო 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21
22
2324252627
28293031   

სიახლეები

მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტების ტრენინგი

11 აგვისტო, 2017

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით „მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში 8, 9 და 10 აგვისტოს შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში ჩატარდა ტრენინგი მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტების შესაძლებლობების გაძლიერება საგანმანათლებლო დაწესებულებებში შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავებისა და მოდულური პროგრამების დანერგვის ხელშეწყობის საკითებთან დაკავშრებით.
გადამუშავდა დანერგვის მხარდაჭერის კონცეფცია და დანერგვის მხარდაჭერა გადადის ახალ ეტაპზე , შესაბამისად აღნიშნული სამი დღის განმავლობაში დეტალურად იყო განხილული დანერგვის მხარდაჭერის პროცედურები და ამოცანები. მხარდაჭერის ექსპერტები უკვე მოდულური პროგრამების დანერგვის საკითხებთან ერთად დაწესებულებებს გაუწევენ ინტენსიურ კონსულტირებას შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავებასა და გაუმჯობესებაზე.
აღნიშნული ტრენინგის შემდეგ უკვე დაიწყება მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერისა და კონსულტირების მეორე ეტაპი, რომელიც განხორციელდება აგვისტო-სექტემბრის პერიოდში. ყველა მოდულური პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმაგრებული იქნება მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტი, რომელიც საჭიროებისამებრ გაუწევს მხარდაჭერასა და კონსულტირებას დაწესებულებას.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge