კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
1112131415
16
17
18192021222324
25262728293031

სიახლეები

ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულებით პროფესიული სტანდარტების პროექტების განხილვა

4 დეკემბერი, 2017


პროფესიული და უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების ადმინისტრაციული მხარდაჭერისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინაციით, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, დაგეგმილია ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულების პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომის მოწვევა.

დარგობრივი საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისა და განსახილველი დოკუმენტების განხილვაში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს პროფესიული სტანდარტების პროექტების გამოქვეყნებას.

გთხოვთ, ქვემოთ მოცემულ ბმულებზე იხილოთ ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულებით პროფესიული სტანდარტების პროექტები:

განათების სპეციალისტი (კინო, თეატრი)
ტელევიზიისა და ფილმის რეჟისორი
ხმის რეჟისორი
ხმის ტექნიკოსი
კერამიკული ნაწარმის სპეციალისტი
საიუველირო და სანახელავო ქვების დამმუშავებელი
ინდუსტრიული დიზაინის ტექნიკური სპეციალისტი
ანიმატორი (კლასიკური ანიმაცია)
ლითონის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი
მხატვრული და საიუველირო სხმულების სპეციალისტი
ქვის არქიტექტურული დეტალების რესტავრაციის ტექნიკოსი
ქვისა და სხვა მასალების დეკორატიული დამუშავების სპეციალისტი

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, ზემოაღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებული შენიშვნები ან/და კომენტარები გამოაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე info@eqe.ge, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 6 დეკემბრის 12:00 საათისა.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge