ჩვენ ვიყენებთ cookies რათა მოგცეთ საუკეთესო გამოცდილება ჩვენს საიტზე. Cookies - არის ფაილები რომელიც ინახება თქვენს ბრაუზერში და საიტების უმეტესობაში გამოიყენება რათა გაუმჯობესდეს თქვენ ვებ გამოცდილება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას რაიმე ფუნქციის შეცვლის გარეშე, თქვენ თანახმა ხართ ისარგებლოთ cookies-ით

გაიგე მეტი დახურვა

ღონისძიებების კალენდარი

arrow იანვარი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
24
2526272829
3031     

ინტერნაციონალიზაცია

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესმა ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა განათლების ხარისხის ამაღლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით.  ინტერნაციონალიზაცია მოიცავს როგორც სტუდენტთა, ასევე აკადემიური პერსონალის მობილობას, ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს, საერთაშორისო თანამშრომლობას კვლევითი პროექტების ფარგლებში.  
 
ცენტრის საქმიანობა ინტერნაციონალიზაციის კუთხით
 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მიზნად ისახავს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობასა და მათ მიმართ ნდობის ამაღლებას. ამ მიზნით, ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს მსგავს  უცხოურ ორგანიზაციებთან ევროკავშირის მასშტაბით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან, ხელს უწყობს საერთაშორისო დონეზე სამიტების, სემინარებისა და საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებას. ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით,  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახდენს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარებას. ნამდვილობის დადასტურებასთან ერთად ცენტრი ადგენს უცხოეთში არსებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
ევროკავშირისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორწლიანი ”თვინინგ-სეიბალის” პროექტის ფარგლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აქტიური მონაწილეობით მომზადდა ”აღიარების სახელმძღვანელო”, რომლის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების აღიარების სისტემის ჩამოყალიბება და ლისაბონის კონვენციასა და თანმხლებ დოკუმენტებთან მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა.  აღიარება მნიშვნელოვანია საერთაშორისო განათლების, სტუდენტების, პროფესორებისა და მკვლევართა მობილობის ხელშეწყობისათვის.  
 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს როგორც საქართველოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე სხვადასხვა ქვეყნის განათლების სამინისტროებსა და აკრედიტაციის სააგენტოებთან უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის განვითარების მიზნით.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • ალექსიძის ქ 1, ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge