ჩვენ ვიყენებთ cookies რათა მოგცეთ საუკეთესო გამოცდილება ჩვენს საიტზე. Cookies - არის ფაილები რომელიც ინახება თქვენს ბრაუზერში და საიტების უმეტესობაში გამოიყენება რათა გაუმჯობესდეს თქვენ ვებ გამოცდილება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას რაიმე ფუნქციის შეცვლის გარეშე, თქვენ თანახმა ხართ ისარგებლოთ cookies-ით

გაიგე მეტი დახურვა

ღონისძიებების კალენდარი

arrow მარტი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28293031  

საერთაშორისო პროექტები

სემინარი  „ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგიის -  EFQM მოდელის განხორციელება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“

სსიპ -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, TEMPUS-ის პროექტის - „ინტერნაციონალიზაციისა და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის შედარებითობის ხელშეწყობა“ (PICQA) - ფარგლებში,  პროექტში მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებისათვის ალიკანტეს უნივერსიტეტში  (ესპანეთში) სემინარი გაიმართა. სემინარის ძირითად თემას წარმოადგენდა „ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგიის -  EFQM მოდელის განხორციელება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“.

ორდღიან სემინარზე მონაწილე მხარეებმა განიხილეს ალიკანტეს უნივერსიტეტის გამოცდილება სტუდენტებისა და აკადემიური პესონალის კმაყოფილების გაზომვის კუთხით, საგანმანათლებლო პროგრამებისა და უნივერსიტეტის მომსახურებით და ასევე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის და პროცედურების განხორციელების  თვალსაზრისით.

სემინარს უძღვებოდნენ ალიკანტეს უნივერსიტეტის ხარისხის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები. მონაწილეებს კი საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ხარისხის მართვის EFQM მოდელს. ამასთანავე, სემინარზე წარმოდგენილი იყო თვითშეფასების ანგარიშის შემუშავების ეფექტური მექანიზმები.

სემინარზე წარმოდგენილი პრეზენტაციები:
ნაწილი 1
ნაწილი 2


პროექტი - ,,ინტერნაციონალიზაციისა და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის შედარებითობის ხელშეწყობა” (PICQA)

 
2010 წლის ივლისიდან ევროგაერთიანების პროგრამა ,,ტემპუსის” ფარგლებში ხორციელდება  პროექტი ,,ინტერნაციონალიზაციისა და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის შედარებითობის ხელშეწყობა”, რომლის მიზანია საქართველოსა და სომხეთში ხარისხის უზრუნველყოფის მოდელის განვითარება და ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოება. სამწლიანი პროექტის მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, სომხეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, ჰოლანდია და გერმანია.

პროექტის რეგიონული კოორდინატორები არიან: საქართველოში - სსიპ  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სომხეთში - განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრი, საფრანგეთში - პედაგოგიური სწავლების საერთაშორისო ცენტრი, ესპანეთში - ალიკანტეს უნივერსიტეტი, ჰოლანდიაში - ნიდერლანდის უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის ორგანიზაცია და გერმანიაში - აკრედიტაციის სააგენტო ASIIN.

www.picqa.org

ევროპის ტრენინგის ფონდის (ETF) ახალი ინიციატივა  ,,საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება’’

ცენტრი თანამშრომლობს ევროპის ტრენინგის ფონდთან (ETF) ახალი ინიციატივის -  ,,საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება’’ - ფარგლებში, რომელიც გაგრძელდება 2012 წლის განმავლობაში. ინიციატივის მიზანია ეროვნული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობათა გაზრდა, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მაღალი ხარისხი და მათი  შესაბამისობა სამუშაო ბაზრის არსებულ და მოსალოდნელ მოთხოვნებთან.

 
ინიციატივის მოსალოდნელი შედეგებია:

 
შერჩეული მიმართულებების (ელექტროტექნიკა, ბუღალტერია) მიხედვით  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან  განახლებული მიდგომისა და მეთოდოლოგიის შემუშავება და შემდეგ ამ მეთოდოლოგიის განზოგადება-გავრცელება განახლებულ პროფესიულ სტანდარტებსა და კვალიფიკაციებზე, ასევე შერჩეული სექტორის მიხედვით.  

 

პროფესიული განათლების სექტორული დახმარების პროგრამა (Sector Policy Support Programme: Support for the vocational Education and Training Sector of Georgia)
 
პროფესიული განათლების შუალედური სტრატეგიის ფარგლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი თანამშრომლობს ევროკავშირის დელეგაციასთან. ცენტრი აქტიურად არის ჩართული სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების პროცესში (მენეჯმენტის გაუმჯობესება პროფესიულ კოლეჯებში, ხარისხის უზრუნველყოფა, კვალიფიკაციათა სისტემის, კურიკულუმის განვითარება, პროფესიული სტანდარტების შემუშავება). ცენტრი აგრეთვე უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას ევროკავშირის მონიტორებისათვის განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

 
 თანამშრომლობა მსოფლიო ბანკთან


მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ვიზიტები განახორციელეს აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტებმა. ექსპერტების ძირითადი ამოცანაა აკრედიტაციისა და ავტორიზაციის არსებულ პროცედურებზე, მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და რეკომენდაციების გაცემა.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge