კალენდარი

arrow აპრილი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819
20
2122
23242526272829
30      
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება

უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ცენტრი ადასტურებს უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და ადგენს საგანმანათლებლო დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობას.

აღიარებას ექვემდებარება:

• ზოგადი განათლება.
• პროფესიული განათლება.
• უმაღლესი განათლება.


აღიარებას არ ექვემდებარება:

• სკოლამდელი განათლება (საბავშვო ბაღი).
• რეზიდენტურაში მიღებული განათლება.
• საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრისგან მიღებული თანხმობით განხორციელებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლება.


წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. განცხადება (განცხადების ფორმა);

2. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ასლის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);

3. სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა);

4. მშობლის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, შვილის დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

5. საგანმანათლებლო დოკუმენტის* ასლის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

6. საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.  უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის - 40 ლარი ჩვეულებრივი წარმოება (ერთი თვე);  უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის აღიარებისას - დაჩქარებული წარმოება 15 სამუშაო დღე - 80 ლარი; 5 სამუშაო დღე - 120 ლარი

7. უცხოეთში უმაღლესი განათლების დაუსწრებელი ფორმით მიღების შემთხვევაში, საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ცენტრი, აგრეთვე უფლებამოსილია მოითხოვოს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ-მასწავლებელსა და სტუდენტს შორის განხორციელებული საკონტაქტო საათების რაოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

8. საფოსტო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მომსახურების საფასურს ემატება 5 ლარი.

9. იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანო , რომელსაც გააჩნია აღიარების ან ინფორმაციის გაცემის უფლებამოსილება და ითხოვს შესაბამისის საფასურის გადახდას, ცენტრში წარდგენილი უნდა იქნეს ამ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 



* საგანმანათლებლო დოკუმენტებია:

• საშუალო (სრული) ზოგადი განათლების ატესტატი და მისი დანართი; საბაზო განათლების ატესტატი და მისი დანართი; დაწყებითი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (შეფასებათა უწყისი);
• პროფესიული დიპლომი და მისი დანართი, შეფასებათა უწყისი;
• უმაღლესი განათლების დიპლომი და მისი დანართი, შეფასებთა უწყისი;
• მინიჭებული აკადემიური კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.


ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური)


საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან:

• საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატიური ურთიერთობებიდან გამომდინარე მომსახურების გაწევისას;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
• მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
• ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50 %-ით;
• მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50 %-ით.

ნებისმიერი უცხოენოვანი დოკუმენტი საჭიროებს ქართულ ენაზე თარგმანის სანოტარო წესით დამოწმებას!

 

 

 

 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge