კალენდარი

arrow იანვარი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
293031    

ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას

განათლების აღიარება გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. განცხადება (განცხადების ფორმა);
2. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
3. სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა);
4. ლტოლვილებმა და იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებულმა პირებმა, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განცხადებას უნდა დაურთონ მათ ხელთ არსებული მიღებული განათლების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი ან/და მიუთითონ ამ დოკუმენტებთან დაკავშირებული ინფორმაცია (მაგ.: შრომის წიგნაკი, სამხედრო ბილეთი, ინფორმაცია საგანმანათლებლო დოკუმენტის საფუძველზე დასაქმების ან სწავლის შემდგომი გაგრძელების თაობაზე და ა.შ.). საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან: ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებულმი პირები.
5. შესაბამისი საფასურის (40 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 
6. საფოსტო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მომსახურების საფასურს ემატება 5 ლარი.

ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები: 

მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა 
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში 
ბანკის კოდი - TRESGE22 
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური) 


საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებულმი პირები

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge