კალენდარი

arrow აპრილი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819
20
2122
23242526272829
30      
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება

აღიარებას ექვემდებარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე 1990 წლიდან მიღებული განათლება.


ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების მიზნით, დაინტერესებული პირი ცენტრს წარუდგენს:

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილ წერილობით განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
გ) ინფორმაციას, რომელიც შეიცავს მონაცემებს იმის თაობაზე, რომ დაინტერესებულმა პირმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაასრულა უმაღლესი განათლების მიღება ან იღებს უმაღლეს განათლებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) იმ მოწმეთა მონაცემებს, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების თაობაზე;
ე) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც შეიცავს მონაცემებს დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების თაობაზე.

ცენტრი, პირველ რიგში, ადასტურებს პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მიღების ფაქტს. უმაღლესი განათლების მიღების დადასტურების შემთხვევაში, ცენტრი, საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამასთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შესაბამისობის დადგენის მიზნით, განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ადგენს დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შესაბამისობას საგანმანათლებლო პროგრამასთან და გასცემს დასკვნას გავლილი საგნების ცნობის, მიღებული შეფასებებისა და კრედიტებით გაანგარიშების შესახებ. თუ არ არსებობს წერილობითი მონაცემი დაინტერესებული პირის მიერ გავლილი საგნებისა და მიღებული შეფასებების შესახებ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ატარებს გამოცდებს დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ საგნებში, აფასებს მას და ანიჭებს კრედიტებს.

ცენტრი არ ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას, მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, ახდენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge