ჩვენ ვიყენებთ cookies რათა მოგცეთ საუკეთესო გამოცდილება ჩვენს საიტზე. Cookies - არის ფაილები რომელიც ინახება თქვენს ბრაუზერში და საიტების უმეტესობაში გამოიყენება რათა გაუმჯობესდეს თქვენ ვებ გამოცდილება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას რაიმე ფუნქციის შეცვლის გარეშე, თქვენ თანახმა ხართ ისარგებლოთ cookies-ით

გაიგე მეტი დახურვა

ინტერნაციონალიზაცია

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესმა ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა განათლების ხარისხის ამაღლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით. ინტერნაციონალიზაცია მოიცავს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას, ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებსა და კვლევითი პროექტების ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობას.


ცენტრის საქმიანობა ინტერნაციონალიზაციის კუთხით

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მიზნად ისახავს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობასა და მათ მიმართ ნდობის ამაღლებას. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის განვითარების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის განათლების სამინისტროებსა და აკრედიტაციის სააგენტოებთან, საერთაშორისო, და დონორ ორგანიზაციებთან. 2014 წლის აპრილში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ლიტვის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან SKVC, ცენტრმა ამავე წელს მოიპოვა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) აფილირებული სტატუსი.

ცენტრი აქტიურად არის ჩართული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეკომენდაციების განხორციელებაში. ასოცირების შეთანხმების ფარგლებსა და ბოლონიის პროცესის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, იგეგმება ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პროცედურების გადახედვა განახლებული ევროპული სტანდარტებისა და გაიდლაინების საფუძველზე. ასევე, ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, რომელთა ბაზის შექმნა ცენტრში უკვე დაწყებულია.

2015 წლიდან სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა ბოლონიის პროცესის ხელშეწყობისა და ევროინტეგრაციის სამმართველო, რომლის მიზანია საქართველოში ბოლონიის პროცესის განხორციელების ხელშეწყობა, ევროკავშირთან დაახლოვების მიზნით ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში არსებული რეკომენდაციების განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი.


განათლების ინტერნაციონალიზაციის და ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობის - მობილობის ხელშეწყობის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახდენს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარებას. ნამდვილობის დადასტურებასთან ერთად ცენტრი ადგენს უცხოეთში არსებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.


ევროკავშირისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორწლიანი ”თვინინგ-სეიბალის” პროექტის ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აქტიური მონაწილეობით, მომზადდა „აღიარების სახელმძღვანელო,” რომლის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების აღიარების სისტემის ჩამოყალიბება და ლისაბონის კონვენციასა და თანმხლებ დოკუმენტებთან მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა. აღიარება მნიშვნელოვანია საერთაშორისო განათლების, სტუდენტების, პროფესორებისა და მკვლევართა მობილობის ხელშეწყობისათვის.


„თვინინგ-სეიბალის” პროექტის ფარგლებში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობით ასევე მომზადდა პროგრამული აკრედიტაციის სახელმძღვანელო.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge