ჩვენ ვიყენებთ cookies რათა მოგცეთ საუკეთესო გამოცდილება ჩვენს საიტზე. Cookies - არის ფაილები რომელიც ინახება თქვენს ბრაუზერში და საიტების უმეტესობაში გამოიყენება რათა გაუმჯობესდეს თქვენ ვებ გამოცდილება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას რაიმე ფუნქციის შეცვლის გარეშე, თქვენ თანახმა ხართ ისარგებლოთ cookies-ით

გაიგე მეტი დახურვა

ბოლონიის პროცესი

1999 წლის 19 ივნისს ევროპის 29 ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრებმა მსოფლიოს უძველეს საუნივერსიტეტო ქალაქ ბოლონიაში ხელი მოაწერეს დეკლარაციას (ბოლონიის დეკლარაცია), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის შექმნის პროცესს.

ბოლონიის პროცესის მიზანია ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემებს შორის თავსებადობის დასადგენად გარკვეული საშუალებებისა და ინსტრუმენტების შემუშავება.

თუ 2010 წლამდე ბოლონიის პროცესის ძირითადი მიზანი უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის ჩამოყალიბება იყო, ლუვენის კომუნიკეს მიხედვით მომდევნო დეკადისათვის მთავარი პრიორიტეტები ასე გამოიყურება:

• სოციალური განზომილება;
• მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლა;
• დასაქმება;
• სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება;
• განათლება, კვლევა და ინოვაცია;
• მობილობა;
• მონაცემების შეგროვება;
• მრავალმხრივი გამჭვირვალე მექანიზმები;
• დაფინანსება;

ბოლონიის პროცესში ჩართულია ევროპის 49 ქვეყანა. საქართველო აღნიშნულ პროცესს შეუერთდა 2005 წელს, ბერგენის სამიტზე.

ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყნები წარმოდგენილნი არიან როგორც სამთავრობო, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და დამსაქმებლების დონეზე.

პროცესის ძირითადი მონაწილეები არიან:
ბოლონიის დეკლარაციაზე ხელმომწერი ქვეყნების უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი მინისტრები; ევროსაბჭო; ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA), უმაღლესი პროფესიული განათლების ინსტიტუტები (EURASHE), ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტური კავშირი (ESU), ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (ENQA), გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UNESCO); განათლების პან-ევროპული საერთაშორისო სტრუქტურა; ბიზნესევროპა.

www.ehea.info

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge