ჩვენ ვიყენებთ cookies რათა მოგცეთ საუკეთესო გამოცდილება ჩვენს საიტზე. Cookies - არის ფაილები რომელიც ინახება თქვენს ბრაუზერში და საიტების უმეტესობაში გამოიყენება რათა გაუმჯობესდეს თქვენ ვებ გამოცდილება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას რაიმე ფუნქციის შეცვლის გარეშე, თქვენ თანახმა ხართ ისარგებლოთ cookies-ით

გაიგე მეტი დახურვა

ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები

ლისაბონის კონვენცია (1997)

სორბონის დეკლარაცია (1998)

ბოლონიის დეკლარაცია (1999)

პრაღის კომუნიკე (2001)

2001 წლის მაისში მიღებულ იქნა პრაღის კომუნიკე, რომელიც გასაზღვრავს სახელმძღვანელო პრინციპებს შემდეგი ორი წლის განმავლობაში. 2001 წელს ბოლონიის პროცესს შეუერთდნენ ხორვატია, კვიპროსი, ლიხშტენშტეინი და თურქეთი.

მნიშვნელოვანია, რომ პრაღის სამიტზე განისაზღვრა რამდენიმე ახალი ელემენტი:
• სტუდენტები აღიარებულ იქნენ როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესის სრული და თანაბარი წევრები და ESIB [სტუდენტთა ეროვნული კავშირები] გახდა ბოლონიის პროცესის განხორცილების ჯგუფის საკონსულტაციო წევრი (ევროპის საბჭოს, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციასა და EURASHE- სთან ერთად)
• გამოიკვეთა ბოლონიის პროცესის სოციალურ განზომილების მნიშვნელობა
• განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსაზრებას, რომ უმაღლესი განათლება არის საზოგადოებრივი სიკეთე და პასუხისმგებლობა.
2001-2003 წლებში ევროკომისიამ მხარი დაუჭირა ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ რამდენიმე ევროპულ პროექტს (Tuning Project,TEEP project)

ბერლინის კომუნიკე (2003)

2003 წლის სექტემბერში, ბერლინის მინისტერიალის კონფერენციაზე, 7 ახალი ქვეყანა იქნა ჩართული პროცესში (ალბანეთი, ანდორა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, წმინდა მიწა, რუსეთი, სერბეთი, მონტენეგრო და მაკედონია). ამგვარად, პროცესში ჩართული ქვეყნების რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ევროპული კულტურული კონვენციის ყველა წევრ ქვეყანას მისცემოდა საშუალება ჩართულიყო ბოლონიის პროცესში და წარედგინათ უმაღლესი განათლების სისტემაში ბოლონიის მიზნების განხორციელების გეგმა.

ბერლინის კომუნიკეში აღნიშნული იყო, რომ:
• ევროპაში კვლევა არის უმაღლესი განათლების მნიშვნელოვანი ნაწილი, ევროპის უმაღლესი განათლებისა და კვლევების სივრცე წარმოადგენს ცოდნაზე-დაფუძნებული საზოგადოების ორ ძირითად საყრდენს. უფრო მეტიც, აღნიშნულ იქნა რომ უმაღლესი განათლების პირველი ორი საფეხურის ნაცვლად, მესამე საფეხური - დოქტორანტურა უნდა ყოფილიყო მითითებული ბოლონიის პროცესში.
• მინისტრები შეთანხმდნენ რომ 2005 წლის შეხვედრისათვის წარმოადგენდნენ ანგარიშს შემდეგ სფეროებში:
   • ხარისხის უზრუნველყოფა
   • ორსაფეხურიანი სისტემა
   • ხარისხისა და სწავლის ხანგრძლივობის აღიარება

ბოლონიის პროცესის განხორცილების ჯგუფს დაევალა, განეხილათ ორი საკითხი:
• ხარისხის უზრუნველყოფა - ამ საკითხის განსახილველად მანდატი მიენიჭათ შემდეგ ორგანიზაციებს: ENQA, EUA, ESIB და EURASHE;
• კვალიფიკაციების ჩარჩო.


ბერგენის კომუნიკე (2005)

2005 წლის მაისში ბოლონიის პროცესს ბერგენის მინისტერიალის კონფერენციაზე 5 ახალი ქვეყანა შეუერთდა (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა). მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 45-მდე გაიზარდა.
ამავე წელს, ბოლონიის პროცესის საკონსულტაციო წევრები გახდნენ ორგანიზაციები: საერთაშორისო განათლება (International Education, EI), უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია (European Association for Quality Assurance in Higher Education, ENQA), ევროპის ინდუსტრიულ კავშირთა და დამსაქმებელთა კონფედერაცია (Union of Industrial and Employers’ Confederations of Europe).

ბერგენის შეხვედრაზე შეთანხმდნენ შემდეგი საკითხების განხორციელებაზე:
• ერთიანი კვალიფიკაციების ჩარჩოს შემუშავება ევროპული უმაღლესი განათლების სივრცისათვის და ეროვნულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს განვითარება 2010 წლისათვის. მოსამზადებელი სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2007 წლიდან.
• ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელოს მიღება და ორგანიზაციების - ENQA, EUA, EURASHE, ESIB - შემოთავაზებების შემუშავება ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების რეესტრისათვის.
• უმაღლესი განათლების სოციალური განზომილების, რაც მოიცავს არამარტო აკადემიურ მობილობას, შემდგომი მნიშვნელობის ხაზგასმა
• კომუნიკაციის გაუმჯობესება ევროპის განათლების სივრცესა და მსოფლიოს სხვა წევრებს შორის
• ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის განვითარება 2010 წლის შემდეგ.

ლონდონის კომუნიკე (2007)

2007 წლის მაისში ლონდონში ბოლონიის პროცესს შეუერთდა მონტენეგრო და მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაიზარდა 46-მდე. ლონდონში მინისტრები შეთანხმდნენ, რომ:

• მიიღებდნენ სტრატეგიას ბოლონიის პროცესისათვის გლობალურ კონტექსტში;
• გაითვალისწინებდნენ ანგარიშებს შემდეგ საკითხებზე: ბოლონიის პროცესის სოციალური განზომილება და მობილობა, გრანტებისა და სესხების მობილობა, კვალიფიკაციების ჩარჩო, ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული რეესტრი.

ლუვენის კომუნიკე (2009)

2009 წელს მინისტერიალის კონფერენცია გაიმართა ლუვენში. მინისტრებმა განიხილეს ანგარიში შემდეგ საკითხებზე:
• ანგარიში კვალიფიკაციების ჩარჩოებზე
• ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ანგარიშის სინთეზი
• მიღებულ იქნა ლუვენის კომუნიკე

29 აპრილს ბოლონიის პოლიტიკის ფორუმზე პირველად შეკრებილმა მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ავსტრალიამ, ბრაზილიამ, კანადამ, ჩინეთმა, ეგვიპტემ, ეთიოპიამ, ისრაელმა, იაპონიამ, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, მექსიკამ, მონაკომ, ახალმა ზელანდიამ, ტუნისმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო უნივერსიტეტების ასოციაციასთან ერთად განცხადებაში მიიღეს და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებზე თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას.

ბუდაბეშტი-ვენის დეკლარაცია (2010)

2010 წელს ბოლონიის პროცესს მიუერთდა ყაზახეთი.


ერევნის კომუნიკე (2015)

2015 წელს ბოლონიის პროცესს მიუერთდა ბელარუსი და ბოლონიის პროცესის განხორციელების ჯგუფმა ბელარუსისათვის შეიმუშავა ბოლონიის პროცესის განხორციელების სამოქმედო გეგმა.

ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში

კვალიფიკაციების სტრუქტურა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისათვის

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • ალექსიძის ქ 1, ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge