ჩვენ ვიყენებთ cookies რათა მოგცეთ საუკეთესო გამოცდილება ჩვენს საიტზე. Cookies - არის ფაილები რომელიც ინახება თქვენს ბრაუზერში და საიტების უმეტესობაში გამოიყენება რათა გაუმჯობესდეს თქვენ ვებ გამოცდილება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას რაიმე ფუნქციის შეცვლის გარეშე, თქვენ თანახმა ხართ ისარგებლოთ cookies-ით

გაიგე მეტი დახურვა

ასოცირების ხელშეკრულება და ხარისხის უზრუნველყოფა

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურადაა ჩართული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში.


2015 წლის მაისში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა ასოცირების შეთანხმების განხორციელების გრძელვადიანი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულების XXXII დანართით გათვალისწინებული ევრო პარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილების განხორციელებას უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში 2015-2017 წლებში.


სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სამოქმედო გეგმის მიხედვით 2015-2017 წლებში იგეგმება უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაუმჯოსება, აღიარებისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პრინციპების ხელშეწყობა, ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს გადახედვა და თვითსერტიფიცირების პროცესისათვის მომზადება, საერთაშორისო თანამშრომლობა და ბოლონიის პროცესში საქართველოს აქტიური მონაწილეობა, მოდულური პროფესიული განათლების საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და პროფესიული სტანდარტების გადახედვა/შემუშავება პროფესიული განათლების მიწოდების შესაბამისობის გაუმჯობესების მიზნით.


„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება“


„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ დაიდო ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის 2014 წლის 17 ივნისს. ხელშეკრულების მე-16 თავი შეეხება განათლების სფეროსა და ტრენინგის საკითხებში თანამშრომლობას და მიზნად ისახავს ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან მიახლოვებას.


ეს თანამშრომლობა მიმართული იქნება შემდეგი სფეროების განვითარებისაკენ: სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, რომელიც წარმოადგენს კარიერული ზრდისა და სამუშაო ადგილების უზრუნველყოფის უმთავრეს ასპექტს და საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, სრულყოფილი მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში; განათლებისა და ტრენინგის სისტემების მოდერნიზებას; ხარისხის გაუმჯობესებას; განათლების ყველა საფეხურზე შესაბამისობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.


შეთანხმება ითვალისწინებს უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებასა და თანხვედრას ევროკავშირის „უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის დღის წესრიგთან,“ რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში: უმაღლესი განათლების სწავლის დასრულების მაჩვენებლის გაზრდას უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე, უმაღლესი განათლების ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესებას, მობილობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას, უმაღლეს განათლებას, კვლევასა და ბიზნესს შორის ურთიერთპარტნიორობის ხელშეწყობას (კერძოდ, უნივერსიტეტების მიერ კვლევის შედეგებისა და ინოვაციების გამოყენება სამეწარმეო, ინოვაციური უნარების განვითარების მიზნით) და მმართველობისა და დაფინანსების გაუმჯობესებას.


ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს ასევე ევალებათ არაფორმალური განათლების მქონე ახალგაზრდა დასაქმებულთა ხელშეწყობა, ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა დასაქმებულების მობილობის გაზრდა.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge