მობილობის ეტაპები და ვადები

2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის  მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები

პირველი ეტაპი:

  1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთათვის ვაკანტური ადგილების შესახებ წერილობითი განაცხადის (თანდართული  ელექტრონული ფორმა) ცენტრში წარდგენის ვადა - 2017 წლის 06 ივლისიდან  17 ივლისის ჩათვლით;
  2.  ცენტრის მიერ  მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2017 წლის 17 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით.

მეორე ეტაპი:

  1. სტუდენტთაელექტრონულ პორტალზე  რეგისტრაციისავადა - 2017 წლის  25 ივლისის 12:00 საათიდან  17 აგვისტოს 18:00 სთ-მდე;
  2. სტუდენტთა მიერ მობილობის საფასურის გადახდის ვადა - 2017 წლის  25 ივლისის 12:00 საათიდან  17 აგვისტოს 18:00 სთ-მდე;
  3. ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 2017 წლის 23 აგვისტოს.

მესამე ეტაპი:

  1. ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცხადების ვადა - 2017 წლის 23-24-25 აგვისტო;
  2. მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  სტუდენტის მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და  პირადი საქმის ასლების წარდგენის   ვადა  - მიმღები უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები;
  3. მიმღები დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა - მიმღები უმაღლესი დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები.

მეოთხე ეტაპი:

  1. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების (თანდართული ელექტრონული ფორმით) ცენტრში წარდგენის ვადა - 2017 წლის 25 აგვისტოდან 11 სექტემბრის  ჩათვლით;
  2. სამართლებრივი აქტების პროექტებზე ცენტრის მიერ დასკვნების გაცემის ვადა - 2017 წლის 12 სექტემბრიდან26 სექტემბრის ჩათვლით;
  3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა  მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა - 2017 წლის პირველ ოქტომბრამდე.

მეხუთე ეტაპი:

  1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა  მობილობის წესით ჩარიცხვის  შესახებ  გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში ასახვის ვადა - 2017 წლის  3 ოქტომბრის  ჩათვლით;
  2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა  მობილობის წესით ჩარიცხვის  შესახებ  გამოცემული ბრძანების ცენტრში წარდგენის ვადა - 2017 წლის 4 ოქტომრის ჩათვლით;
  3. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ  სტატუსის  შეწყვეტის შესახებ  ბრძანების გამოცემის ვადა - 2017 წლის 6 ოქტომრის ჩათვლით;
  4. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ  სტატუსის  შეწყვეტის შესახებ   გამოცემული ბრძანების   საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვის ვადა - 2017 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით;
  5. მობილობით გადასული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების (თანდართული  ელექტრონული ვერსიით)  ცენტრში წარდგენის ვადა - 2017 წლის 7 ოქტომბერამდე;
  6. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ  სტატუსის  შეწყვეტის შესახებ   გამოცემული ბრძანებიდან   ამონაწერის (თანდართული დოკუმენტებით)  გაცემის ვადა - სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირა.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge