ჩვენ ვიყენებთ cookies რათა მოგცეთ საუკეთესო გამოცდილება ჩვენს საიტზე. Cookies - არის ფაილები რომელიც ინახება თქვენს ბრაუზერში და საიტების უმეტესობაში გამოიყენება რათა გაუმჯობესდეს თქვენ ვებ გამოცდილება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას რაიმე ფუნქციის შეცვლის გარეშე, თქვენ თანახმა ხართ ისარგებლოთ cookies-ით

გაიგე მეტი დახურვა

ჩვენ შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2010 წლის 1 სექტემბერს “განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე დაარსდა. ცენტრი არის სსიპ- განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლე.

2010 წლის სექტემბერშივე ”უმაღლესი განათლების შესახებ” და ”ზოგადი განათლების შესახებ” კანონებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სავალდებულო ლიცენზირებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის ნაცვლად შემოღებულ იქნა ავტორიზაციის პროცედურა. ცვლილებები განხორციელდა აკრედიტაციის შინაარსშიც. იგი ადგენს აკრედიტაციის სტანდარტებთან საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობას, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა. ავტორიზაცია სავალდებულოა საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ხოლო აკრედიტაცია ნებაყოფლობითია.

ამ ცვლილებებამდე საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად სავალდებულო იყო ლიცენზირებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლა, ლიცენზირებას ახორციელებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო აკრედიტაციას - სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი.

ინსტიტუციური აკრედიტაციის პროცესი 2004 წელს დაიწყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ხოლო 2006 წლის 27 მარტს ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №222 ბრძანებით, დაფუძნდა სსიპ - საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური, შემდგომში - განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი, რომელიც უფლებამოსილი იყო, განეხორციელებინა ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაცია უმაღლეს, პროფესიულ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

მიზნები:

  • საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით განათლების ხარისხის შიდა მექანიზმების ფორმირების ხელშეწყობა, გარე მექანიზმების განხორციელება და
    მათ შემდგომ სრულყოფაზე ზრუნვა;
  • მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა სწავლის, სწავლების, კვლევისა და დასაქმების მიზნით, როგორც
    საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათ მიმართ ნდობის ამაღლება.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge