კალენდარი

arrow აპრილი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
24
2526272829
30      
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატება

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ან ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც მოპოვებული აქვს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება, შეუძლია წლის ნებისმიერ დროს პროგრამის დამატების განაცხადის წარდგენის გზით დაიმატოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების, დამატებისათვის დაწესებულება იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება შემდეგი ცხრილის მიხედვით.

პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამების რაოდენობა

საფასური (ლარში) მივლინების
საჭიროების გარეშე

საფასური (ლარში) მივლინების
საჭიროების შემთხვევაში

1-5

3643

4898

ხუთზე მეტი პროგრამის დამატების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ცალკე განაცხადი, რაც წარმოადგენს დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ წარმოებას.
პროგრამის დამატებაზე ადმინისტრაციული წარმოების ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.

საფასურის გადახდა ხორციელდება ცენტრის ანგარიშზე:
ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური).

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge