კალენდარი

arrow ივლისი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617181920
21
22
23242526272829
3031     
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

განცხადებები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

4 აპრილი, 2018

10 აპრილი, 17:00 საათი

(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, IV სართული, საკონფერენციო დარბაზი)

დღის წესრიგი:

1. შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის საკითხის განხილვა;

2. სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მონიტორინგის შედეგების საკითხის განხილვა;

3. „სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისათვის სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2017 წლის 26 დეკემბრის №28 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვა; 

4. „სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატების შესახებ“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 18 ნოემბრის №38 და „სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატების შესახებ“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2017 წლის 21 სექტემბრის №17 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვა; 

5.სსიპ - სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საკითხის განხილვა; 

6. „სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისათვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 9 მარტის №31 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვა;

7. „სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ავტორიზაციის შესახებ“ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 28 ივლისის №94 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვა. 

შენიშვნა 1: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.

შენიშვნა 2: უსდ-ის მხრიდან ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge