სტუდენტთა მობილობა

 

 მობილობა 


მობილობა ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში სტუდენტის გადასვლის პროცესია.

სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

მობილობა ხორციელდება წელიწადში ორჯერ - შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში.


მობილობის მსურველი სასურველია გაეცნოს ელექტრონული პორტალით სარგებლობის ვიდეო ინსტრუქციას: https://www.youtube.com/watch?v=panQ1IiWqrA 

მობილობის პროცესთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხები შეგიძლიათ მიიღოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზის - 2200 220 საშუალებით, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: mobility@eqe.ge

 

 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge