კალენდარი

arrow ივლისი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718
19
202122
23242526272829
3031     
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება

ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება გულისხმობს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობის დადგენას სახელმწიფოს მიერ აღიარებული შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან.

ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარება დასაშვებია მხოლოდ პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის შემთხვევაში.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. განცხადება (განცხადების ფორმა). მასში მიეთითება ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, რომელშიც ისწავლა ამ დაწესებულებაში ჩარიცხულმა პირმა და საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზნებისთვის დაინტერესებული პირი ითხოვს უმაღლესი განათლების აღიარებას.
2. ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი დოკუმენტის ასლი ან ცნობა, რომლითაც დასტურდება ამ დაწესებულებაში პირის ჩარიცხვის, ასევე ამორიცხვის ან სწავლის დასრულების ფაქტი;
3. სწავლის პერიოდში გავლილი საგნების ნუსხა, მათი კრედიტების ან/და შეფასებების მითითებით;
4. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
5. სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა);
6. შესაბამისი საფასურის (70 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

7. საფოსტო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მომსახურების საფასურს ემატება 5 ლარი.


ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:

მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური)


საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
• მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
• ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები - 50%-ით;
• მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - 50%-ით.
• სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები - 20%-ით.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge