კვლევა და ანალიზი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიზანია, ცენტრის მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდა. ამ მიზნით, ცენტრი პერიოდულად ახორციელებს შემდეგ კვლევებს: 


• ცენტრის სერვისების გაუმჯობესების და მომხმარებელზე ორიენტირებული გარემოს შექმნის მიზნით, ხორციელდება ცენტრის მისაღების მომხმარებელთა კმაყოფილების შესწავლა ანონიმური ყუთისა და სპეციალურად შედგენილი კითხვარის საშუალებით, რომელიც განთავსებულია მისაღებში. ანონიმური ყუთი იხსნება კვარტალში ერთხელ. ანონიმური ყუთიდან ამოღებული კითხვარები მუშავდება და ხდება გამოვლენილი რეკომენდაციების ანალიზი, რის საფუძველზეც ცენტრი ცდილობს გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი.
• პერიოდულად ცენტრი ახორციელებს ცენტრის სერვისების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევას. კვლევის მიზანია, განისაზღვროს ცენტრის სერვისების მომხმარებელთა კმაყოფილების დონე და მოხდეს სერვისების გაუმჯობესება.
• ცენტრი ყოველწლიურად ახორციელებს თანამშრომელთა კმაყოფილებისა და ჩართულობის კვლევას. კვლევა ანონიმურია და მასში მონაწილეობის საშუალება აქვს ცენტის ყველა თანამშრომელს. კვლევის მიზანია, თანამშრომელთა კმაყოფილებისა და ჩართულობის დონის განსაზღვრა და გამოვლენილი საჭიროებების ანალიზის საფუძველზე, უკეთესი სამუშაო გარემოსა და პირობების შექმნა.

 • დარგობრივი მახასიათებელი
საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივი მახასიათებელი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც უმაღლესი განათლების ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და უმაღლესი განათლების ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს ეფუძნება და ადგენს კონკრეტული დარგის/სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგების იერარქიულ სტრუქტურას საქართველოს ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში კვალიფიკაციების დონეების აღმწერის მიხედვით, განათლების შესაბამისი საფეხურების გათვალისწინებით. დარგობრივი მახასიათებლით განისაზღვრება ის მინიმალური კომპეტენციები, რომლებიც უნდა ჰქონდეს კონკრეტული დარგის/სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდგომ შესაბამისი საფეხურის კვალიფიკაციის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი) მფლობელს. მაშასადამე, დარგობრივი მახასიათებლის უმთავრესი მიზანია სწავლის სფეროს/დარგის სპეციფიკის აღწერა-ანალიზის საფუძველზე დაადგინოს კონკრეტული კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელი მინიმალური საგანმანათლებლო მოთხოვნები - სტანდარტები, წარმოდგენა შეგვიქმნას იმის თაობაზე, თუ რა სპეციფიკური/დარგობრივი ცოდნა-უნარებით იქნება აღჭურვილი კონკრეტული კვალიფიკაციის მფლობელი პირი და როგორ შეძლებს ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, ანუ, სხვაგვარად, რისი გაცნობიერება და გაკეთება შეეძლება მას სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ. დარგობრივ მახასიათებელში გადმოცემულია, აგრეთვე, ინფორმაცია ზოგადი ცოდნა-უნარებისა და დარგობრივ კომპეტენციებში მათი ინტეგრირების შესაძლებლობების, შესაბამისი კომპეტენციის მიღწევის და მიღწეული კომპეტენციის დადგენისათვის აუცილებელი სპეციფიკური მეთოდების და პირობების თაობაზე; რეკომენდირებულია, თუ როგორ შეიძლება გაიწეროს ზოგადი თუ დარგობრივი კომპეტენციები, განვითარდეს და/ან შეფასდეს სწავლისა და კვლევის უნარები, პროფესიული, სოციალური თუ პიროვნული თვისებები, ჩამოყალიბდეს ღირებულებები.

მაშასადამე, დარგობრივი მახასიათებელი ერთგვარი სახელმძღვანელოა საგანმანათლებლო პროგრამების აგების დროს, თუმცაღა, ის არ ითავსებს ეროვნული სასწავლო გეგმის ფუნქციას საგნის/საგნების სწავლების, სწავლისა და შეფასების კონკრეტული მიდგომების სრულად და სავალდებულოდ განსაზღვრის თვალთახედვით. განსაზღვრავს რა კვალიფიკაციის მინიჭებისათვის სავალდებულო მინიმალურ მოთხოვნებს, დარგობრივი მახასიათებელი ადგენს მხოლოდ იმ ძირითად მოთხოვნებს, დარგობრივ ცოდნა-უნარებსა და დარგში დასაქმებისათვის მნიშვნელოვან სხვა მინიმალურ კომპეტენციებს, სწავლის შედეგების მიღწევისა და შეფასების გზებს, სწავლის შედეგების მისაღწევად სავალდებულო რესურსებს (მატერიალური, ტექნიკური, ადამიანური), აგრეთვე, სხვა არსებით მახასიათებლებს, რაც სავალდებულოა აკადემიური საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მისაღწევად და, მაშასადამე, აუცილებლად უნდა აისახოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ შესაბამისი დარგის/სპეციალობის აკადემიური საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებში.

ადგენს რა კონკრეტული საფეხურის კვალიფიკაციის მინიჭებისათვის სავალდებულო მინიმალურ საგანმანათლებლო მოთხოვნებს, დარგობრივი მახასიათებელი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების მოქნილობასა და ინოვაციურობას შრომის ბაზარსა და დარგის განვითარების ტენდენციებზე ორიენტირებული თანამედროვე დიზაინის სასწავლო კურსების/მოდულების შემუშავებისა და კურსდამთავრებულთა დამატებითი ცოდნა-უნარებით აღჭურვის მიმართულებით. აღნიშნული მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე თავსებადი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება-განხორციელების, სტუდენტთა ადგილობრივ თუ საერთაშორისო მობილობის, კვალიფიკაციებისა და დიპლომების საერთაშორისო აღიარების პროცესს, აგრეთვე, კურსდამთავრებულთა საერთაშორისო დასაქმების შესაძლებლობების ზრდას.
დარგობრივი მახასიათებელი, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მექანიზმი, საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების პროცესში გამოიყენება ადგილობრივი თუ უცხოელი ექსპერტების მიერ.

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დარგობრივი მახასიათებლების შექმნის იდეა სიახლეს როდი წარმოადგენს. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების მიმართულებით პირველი ნაბიჯები 2009-2011 წლებში გადადგა. უკვე ამ პერიოდში შეიქმნა დარგობრივი მახასიათებლები სოციალური მეცნიერებებისა თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიური დარგების მიმართულებით. მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა, იმ პერიოდისათვის ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცდა მხოლოდ ის დარგობრივი მახასიათებლები, რომელიც რეგულირებადი პროფესიების საგანმანათლებლო პროგრამებისათვის (სამართალი, მედიცინა, მასწავლებლის განათლება) შეიქმნა. დარგობრივი მახასიათებლების ადრეულ ვერსიები, კურსდამთავრებულის ცოდნა-უნარების, სწავლის შედეგების/კომპეტენციების, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სხვა სავალდებულო კომპონენტების აღწერის ნაწილში, ეფუძნებოდა როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო გამოცდილებას. მიუხედავად აღნისნულისა, აღწერა ძალზედ ზოგადი ხასიათის იყო და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განხორციელების ხარისხის ეფექტური და ეფექტიანი შეფასების პროცესს აფერხებდა.

2009 წლიდან დღემდე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში. გარკვეული ცვლილებები შევიდა დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების წესშიც, დაიხვეწა დარგობრივი მახასიათებლის ფორმა. 2017-2018 წლებში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა დ აკვლევითი ცენტრების, დარგის მარეგულირებელი უწყებების, დარგობრივი ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დარგობრივი საბჭოებისა და მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების მიერ გადამუშავდა ან/და შეიქმნა ახალი დარგობრივი მახასიათებლები. დამტკიცებამდე, დარგობრივი მახასიათებების პროექტების საჯარო განხილვებში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ისე სხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის სტუდენტები.

ამჟამად, ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულია შემდეგი დარგობივი მახასიათებლები:
1.საზღვაო ნავიგაცია (ბრძანება N371, 13.06.2017)
2. საზღვაო ელექტროინჟინერია (ბრძანება N371, 13.06.2017)
3. საზღვაო ინჟინერია (ბრძანება N371, 13.06.2017)
4. მედიცინა (360 ECTS პროგრამებისათვს - ბრძანება N10, 03.01.2018, ძალაში შედის 2019 წლის 1 იანვრიდან)
5. მასწავლებლის განათლება (300 ECTS პროგრამებისათვს ) (ბრძანება N08, 03.01.2018)
6. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 ECTS)
7. ვეტერინარია (300 ECTS პროგრამებისათვს- ბრძანება N09, 03.01.2018)
8. ვეტერინარია (60 ECTS პროგრამებისათვს )

მასწავლებლის განათლება
საზღვაო ტრანსპორტი
ვეტერინარია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სერვისების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა (2017 წელი)

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სერვისების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა (2014 წელი)

 

 

• შიდა აუდიტის დეპარტამენტი წლის განმავლობაში ჩატარებული აუდიტისა და მონიტორინგის საფუძველზე შეიმუშავებს აუდიტის ანგარიშს და შესაბამის რეკომენდაციებს, რაც ხელს უწყობს ცენტრის შიდა პროცესების გაუმჯობესებას.

შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანალიზი ცენტრის პროცესებთან დაკავშირებით

 

 

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ანალიზი 

კვალიფიკაციების ჩარჩოები  (საერთაშორისო და ეროვნული ჩარჩოების შედარებითი ანალიზი)  

 

უმაღლესი განათლებსი ექსპერტთა და ტემპუსის/ერაზმუს+ ეროვნული ოფისის მიერ მომზადებული პუბლიკაციები

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge