კალენდარი

arrow ივლისი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718
19
202122
23242526272829
3031     
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

კვალიფიკაციების განვითარების სამმართველო

კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

 

  • ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოსა და განათლების სფეროების კლასიფიკატორის განვითარება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
  • „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის“ კვალიფიკაციების ჩარჩოს შემუშავებისა და განვითარების ღონისძიებების მართვა;
  • ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ცნობადობისა და აღიარების ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა;
  • პროფესიული სტანდარტების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტების, მოდულების შემუშავების მეთოდოლოგიისა და წესის განვითარება;
  • პროფესიული სტანდარტების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტების, მოდულების შემუშავების/გადამუშავების პროცესის მართვა, წინადადებების მომზადება და ცენტრის დირექტორისათვის წარდგენა;
  • სწავლის სფეროს განსაზღვრასა და კვალიფიკაციის ფორმირებასთან დაკავშირებული დასკვნების მომზადება;  
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო განხილვებში და დარგობრივი საბჭოების სხდომებში მონაწილეობა;
  • არაფორმალური განათლების აღიარების მეთოდოლოგიისა და წესის შემუშავება, დანერგვის ხელშეწყობა და მონიტორინგი;
  • სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის შეფასებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება;
  • კვალიფიკაციების რეესტრის შექმნა/წარმოება; მ)  საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის კვლევისა და ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება;
  • მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შედგენილ სპეციალურ ანკეტა-კითხვარში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმებისა და მასზე შესაბამისი რეაგირების მიზნით რეესტრის სამმართველოსთან თანამშრომლობა; კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი საქმიანობის ანალიზი, საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისა და ეფექტიანობის გაზრდისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge