კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
121314151718
19202122232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა ხორციელდება შიდა და გარე მექანიზმების საშუალებით.
ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმებს აყალიბებენ და ახორციელებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები.
ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმები განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მათი განხორციელება სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციაა.
ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება და მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა. დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება ხორციელდება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება დაწესებულების თვითშეფასებისა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება და შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge