კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
121314151718
19202122232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

ბოლონიის პროცესი

ბოლონიის პროცესი


ბოლონიის დეკლარაცია ხელმოწერილ იქნა ევროპის 29 ქვეყნის უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი მინისტრების მიერ 1999 წელს. თუმცა, მას საფუძველი ჩაეყარა უფრო ადრე - 1998 წელს სორბონის კონფერენციის დეკლარაციით, რომელიც მიიღო 4-მა ქვეყანამ (საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და იტალია).

ერთიანი ხედვა

ბოლონიაში განათლების მინისტრები შეთანხმდნენ ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) ერთიან ხედვაზე. მათ გადაწყვიტეს, რომ ეს ხედვა იყო პოლიტიკურად რელევანტური მათი ქვეყნებისათვის და ასახეს იგი ბოლონიის დეკლარაციის ოპერატიულ მიზნებში.

იმ დროისათვის ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის ძირითადი ელემენტები ასეთი იყო:

• ევროპის ქვეყნები, განსხვავებული პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური ტრადიციებით, ჩაებმებოდნენ თანამშრომლობაში საერთო მიზნების მისაღწევად;
• ევროპელი სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეძლებენ ადვილად გადაადგილებას ერთი ქვეყნიდან მეორეში კვალიფიკაციისა და სწავლის პერიოდების სრული აღიარებით და ხელი მიუწვდებათ ევროპის დასაქმების ბაზრისადმი;

• ევროპის უმაღლესი განათლების ინსტიტუციები (HEI) შეძლებენ რომ ითანამშრომლონ და გაცვალონ სტუდენტები/სტაფი ურთიერთ-ნდობისა და რწმენის, ასევე გამჭვირვალობისა და ხარისხის საფუძველზე;

• ევროპის მთავრობები შეუხამებენ ეროვნულ ემაღლესი განათლების რეფორმებს ფართო ევროპულ კონტექსტს;

• უმაღლესი განათლება ევროპის რეგიონში გაზრდის მის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას, ისევე როგორც შევა დიალოგში და გააუმჯობესებს თანამშრომლობას მსოფლიოს სხვა რეგიონების უმაღლეს განათლებასთან.

გასული 18 წლის განმავლობაში, ბოლონიის პროცესმა, ნებაყოფლობითი შერწყმითა და მთავრობათაშორისი მიდგომით, შეძლო ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის ძირითადი საყრდენი სვეტების ამოყვანა. ესენია:

• საერთო ჩარჩო, რომლებიც მოიცავს EHEA-ს კვალიფიკაციების ყოვლისმომცველ ჩარჩოს, საერთო კრედიტების სისტემას (ECTS), სტუდენტზე ორიენტირებული სწავლის განვითარების საერთო პრინციპებს, ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს, საერთო რეესტრს ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებისათვის და ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუციების მიერ შემუშავებულ საერთო მეთოდოლოგიებსა და მდგრად მიღწევებს.

• რიგი საერთო ინსტრუმენტებისა, კერძოდ ECTS-ის მომხმარებელთა გზამკვლევი, დიპლომის დანართი, ლისაბონის აღიარების კონვენცია.

 

სორბონის დეკლარაციიდან ევროპის უმაღლესი განათლების სივრცემდე

მარტივი განმარტებით, ბოლონიის პროცესის მიზანია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) შექმნა აკადემიური ხარისხის სტანდარტებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების ჰარმონიზებით თითოეული ფაკულტეტისათვის ევროპის მასშტაბით.

ბოლონიის პროცესი წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს ნებაყოფლობით პროცესს ევროპულ დონეზე და ამჟამად დანერგილია 48 ქვეყანაში, რომლებიც ქმნიან ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეს (EHEA).

ბოლონიის პროცესი არის ევროპის ქვეყნების მინისტრთა შეხვედრებისა და ევროპის ქვეყნებს შორის ხელშეკრულებების მთელი სერია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების სტანდარტებისა და ხარისხის შედარებითობა.

ყოველ 2-3 წელიწადში იმართება მინისტრთა კონფერენცია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში (EHEA) მიღწეული პროგრესის შესაფასებლად და ახალი ნაბიჯების დასასახად.

საქართველო ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის წევრია 2005 წლიდან.

 

ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფი - BFUG

ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფი - BFUG წარმოადგენს ბოლონიის პროცესის დამხმარე აღმასრულებელ სტრუქტურას მინისტრთა კონფერენციებს შორის. იგი დაარსდა 1999 წელს.

მთელ სამეთვალყურეო სამუშაოს ასრულებს სამდივნო, რომელსაც აყალიბებს შემდეგი მინისტერიალის მესპინძელი ქვეყანა.

2015 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 30 ივნისამდე ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის სამდივნო ფუნქციონირებს საფრანგეთში, როგორც ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) 2018 წლის მინისტრთა კონფერენციის ორგანიზატორ ქვეყანაში.

ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის ფუნქციები:

• მინისტრთა კონფერენციების და პოლიტიკური ფორუმების მომზადება;
• ბოლონიის პროცესის ზედამხედველობა ამ ღონისძიებებს შორის;
• პასუხისმგებლობის აღება საკითხებზე, რომლებიც არ საჭიროებენ მინისტრთა გადაწყვეტილებებს, ან დელეგირებულია მათთვის მინისტრების მიერ.

წევრობა

ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის წევრობა ემყარება ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) წევრობას. მას ამჟამად სამი კატეგორიის წევრები ჰყავს: წევრი, კონსულტანტი წევრი და პარტნიორი.
• EHEA/ BFUG წევრი: 48 ქვეყანა და ევროკომისია.
• კონსულტანტი წევრი: ასეე ხმის უფლების არმქონე კატეგორია, რომელიც წარმოდგენს დაინტერესებულ მხარეთა ორგანიზაციებს და სხვა ინსტიტუციებს, რომელთაც აქვთ საქმიანობის ევროპული მასშტაბი და ფლობენ ბოლონიის პროცესის იმპლემენტაციის ინსტრუმენტებს - ბიზნესევროპა (BUSINESSEUROPE), საერთაშორისო განათლება (EI-IE), ევროსაბჭო, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ასოცოაცია (ENQA), ევროპის სტუდენტთა კავშირი (ESU), ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია (EUA), იუნესკო (UNESCO), უმაღლესი განათლების ინსტიტუციების ევროპული ასოციაცია (EURASHE) და ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრი (EQAR) .
• პარტნიორი: ორგანიზაციები, რომელთაც სურთ ასოცირებულნი იყვნენ ბოლონიის პროცესთან და BFUG-სთან, მაგრამ არ არიან შეყვანილი კონსულტანტი წევრის კატეგორიაში.
• ტექნიკური ექსპერტები, როგორებიც არიან ევროსტატი (Eurostat), ევროსტუდენტი (Eurostudent) და განათლების, აუდიოვიზუალისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო (Eurydice) ასოცირებულნი არიან BFUG-სთან და მიპატიჟებას იღებენ ღონისძიებებზე განსაკუთრებული თხოვნით.

 

ვინ არის ჩართული ბოლონიის პროცესში?

 
ამჟამად, ბოლონიის პროცესში ჩართულია ევროპის 49 ქვეყანა. საქართველო აღნიშნულ პროცესს შეუერთდა 2005 წელს, ბერგენის სამიტზე.
 
ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყნები წარმოდგენილნი არიან როგორც სამთავრობო, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და დამსაქმებლების დონეზე.
 
პროცესის ძირითადი მონაწილეები არიან:
 
ბოლონიის დეკლარაციაზე ხელმომწერი ქვეყნების უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი მინისტრები; ევროსაბჭო; ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA), უმაღლესი პროფესიული განათლების ინსტიტუტები (EURASHE), ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტური კავშირი (ESU), ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (ENQA), გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UNESCO); განათლების პან-ევროპული საერთაშორისო სტრუქტურა; ბიზნესევროპა .
www.ehea.info
   
ბოლონიის პროცესის დოკუმენტები:

პარიზის კომუნიკე (2018)

ერევნის კომუნიკე(2015) 

კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა

ბუქარესტის კომუნიკე (2012)

ბუდაბეშტი-ვენის დეკლარაცია (2010)

ლუვენის კომუნიკე (2009)

ლონდონის კომუნიკე (2007)

ბერგენის კომუნიკე (2005)

ბერლინის კომუნიკე (2003)

პრაღის კომუნიკე (2001)

ბოლონიის დეკლარაცია (1999)

სორბონის დეკლარაცია (1998)

ლისაბონის კონვენცია (1997)

კვალიფიკაციების ჩარჩო უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისათვის  

უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები 

Standards and Guidelines for Quality Assurance in the European Higher Education Area (ESG)

 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge