კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
121314151718
19202122232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლები

საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივი მახასიათებელი არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტული მიმართულების ან დარგის/სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგებს შესაბამისი განათლების საფეხურების გათვალისწინებით.  დოკუმენტი ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას,  საქართველოს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ჩარჩოსა და უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოს, რაც ხელს უწყობს სტუდენტების მობილობას და  ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას. დარგობრივი მახასიათებელი არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი  მექანიზმი. დარგობრივი მახასიათებლით განისაზღვრება ის მინიმალური კომპეტენციები, რომლებიც უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაციის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი) მფლობელს. მახასიათებლებში გათვალისწინებულია საერთაშორისო მოთხოვნები.

2017 წელს გადამუშავდა და დამტკიცდა დარგობრივი მახასიათებლები შემდეგი რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის: მედიცინა (ძალაში შედის 2019 წლის 1 იანვრიდან), საზღვაო განათლება (3 მახასიათებელი), ვეტერინარია, მასწავლებლის განათლება (300-კრედიტიანი).

დარგობრივი მახასიათებლები:

ვეტერინარია (ბრძანება N09, 03.01.2018)
მედიცინა (ბრძანება N10, 03.01.2018, ძალაში შედის 2019 წლის 1 იანვრიდან)
მასწავლებლის განათლება 300 კრედიტიანი  (ბრძანება N08, 03.01.2018)
ვეტერინარია (60 კრედიტიანი) 

საზღვაო განათლება
საზღვაო ნავიგაცია (ბრძანება N371, 13.06.2017)
საზღვაო ელექტროინჟინერია (ბრძანება N371, 13.06.2017)
საზღვაო ინჟინერია (ბრძანება N371, 13.06.2017)

 

მასწავლებლის განათლება (ბრძანება N622/ი 10.07.2018)

მასწავლებლის განათლება (ბრძანება N69, 11.02.2016)

მასწავლებლის განათლება (ბრძანება N923, 24.10.2011)

მედიცინა (ბრძანება N225, 01.06.2011, ძალაშია 2019 წლის 1 იანვრამდე) 

სამართალი (ბრძანება N224, 01.06.2011)

 

უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესი

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge